სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებასთან დაკავშირებით გამოკითხავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ქარდავას გამოკითხვა ერთ-ერთ საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერებს უკავშირდება.
მეგის ქარდავასთან პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურორი და ადვოკატი 14:00 საათზე შევლენ.
ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება, როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"