ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 21 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართება

21 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში და „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, ადგილზე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

დაინტერესებულ პირებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს ადგილზე გაუწევენ. ვაქცინირებული პირები უფასოდ ისარგებლებენ ადგილზე განთავსებული იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით. ასევე, საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა ვაუჩერი.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაქარიანი.

ღონისძიების პირველ ნაწილში ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი - რეზო და ბავშვები. დღის ბოლოს კი მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი წარდგება. ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

პარალელურად, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების წამახალისებელი ღონისძიება გაიმართება სამტრედიაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები უკვე ჩატარდა მარნეულსა და გურჯაანში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ