ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში 335 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერაციული შტაბი იუწყება.

ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაშია 26 პაციენტი, 34-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 33 929 ადამიანს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 502 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 27 870 პაციენტი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს