ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ვის ექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის საშუალება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის საშუალება ექნება როგორც აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს. მისივე თქმით, გასაუბრების პროცესში, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა კანდიდატებს კითხვები დაუსვან.

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს სრული შესაძლებლობა და შევთავაზეთ მათ ოფიციალურად, რომ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფში და თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასვან. თუ ამას არ აკეთებენ და მხოლოდ კამერების წინ აკეთებენ კომენტარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარს აკეთებენ და ობიექტურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება დღევანდელ კომიტეტს, დღეს ორ საკითხს ვიხილავთ, ეს არის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზება კანდიდატებთან მიმართებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით და მეორე საკითხი იქნება გასაუბრების პროცედურული ეტაპი, თუ როგორ ჩატარდება, რა დრო იქნება გამოყოფილი, მე შევთავაზებ კომიტეტს, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს გასაუბრებები კომიტეტში. ეს პროცედურა იქნება სწორედ ისეთი, როგორიც იყო ყველა სხვა შემთხვევაში, სადაც ოპოზიციას, საპარლამენტო უმრავლესობას, აქვთ სრული შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და ასევე აკადემიური სფეროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს ექნებათ სრული შესაძლებლობა გასაუბრებაში მიიღონ მონაწილეობა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვები იწყება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების და მათი მოსმენის პროცედურაზე შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა