სერგო ჩიხლაძე - მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის"

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის", - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პრემიერის შეთავაზებები დაცინვის საგანი გახდება.

"შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 10 და 15-წლიანი გეგმები წარადგინა, საიდანაც არაფერი შესრულებულა კი არა, არც დაწყებულა. ამიტომ რაც არ უნდა წარადგინოს - 5-წლიანი, 10-წლიანი, 50-წლიანი გეგმა, ბატონი ღარიბაშვილისგან, პრემიერ-მინისტრისგან ეს უკვე არასერიოზულად აღიქმება და დაცინვის მორიგი საგანი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი",- განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ და ამაზე მუშაობა დაწყებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა