დავით სერგეენკო - სოციალური დახმარების არსებულ სისტემას არაერთი პრობლემა აქვს

არსებული მდგომარეობა სისტემურ გამოსწორებას მართლაც საჭიროებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების არსებულ სისტემას არაერთი პრობლემა აქვს.

„სოციალური დახმარების არსებულ სისტემას აქვს სამი სახეობის პრობლემა - ერთი ის, რომ რაოდენობრივად, სამწუხაროდ, არ არის ბევრი იმისთვის, რომ იყოს სრულფასოვანი არსებობისთვის საკმარისი, მეორე - 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, სანამ ცვლილებები შევიდოდა კანონმდებლობაში, ეს დახმარება დემოტივატორი იყო დასაქმების, რადგან როგორც კი მუშაობას იწყებდნენ და შემოსავალი უჩნდებოდათ, ეხსნებოდათ სოციალური დახმარება და მესამე - დაახლოებით, 1 % არის ე.წ. ბნელ კუთხეში, ანუ არსებული მეთოდოლოგია ამ 1%-ს ვერ ხედავს, შედეგად კი, თვეში 500-მდე ადამიანს შეიძლება არასწორად მოეხსნას ან დაენიშნოს სოციალური დახმარება. რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, მას ყურადღებით გაცნობა სჭირდება, რადგან 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დასაქმების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს უნარჩუნდება ორივე - მონეტარული და არამონეტარული პრივილეგიები და მეორე წელს მხოლოდ არამონეტარული, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის პაკეტს და ა.შ. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არა მარტო განლევადი სოციალური დახმარებისკენ, არამედ აქტიური დასაქმებისკენ უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული. ვემხრობი და ვადასტურებ, რომ სწორი მიმართულებაა.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მმართველობის 9 წლის თავზე ხდება ეს ყველაფერი. 2015 წელსაც იყო ჩვენი პარადიგმა, რომ სოციალური პაკეტის შენარჩუნება გავაკეთეთ და აქტიურად დავეხმარეთ დასაქმებით. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე 2015 წელსაც იყო, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ზეეფექტური ნაბიჯები იყო და ჩემი აზრით, გაძლიერებას საჭიროებდა. არსებული მდგომარეობა სისტემურ გამოსწორებას მართლაც საჭიროებს“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მეორე ინიციატივას, რომლის თანახმადაც უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის საკითხი, სერგეენკო ამბობს, რომ ამასაც ემხრობა, თუმცა აცხადებს, რომ პირებს, რომლებიც აღნიშნულ მედიკამენტებს მოიხმარენ, მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა