თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე დღეს ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტელეწამყვანმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

ჟორჟოლიანის თქმითვე, აღნიშნული აქციით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ და ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.

„17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს - ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული ამბების მადლობლები ვართ, რადგან როგორც წესი, კრიტიკა ესმის მუდამ შორიდან. შესაბამისად, ახლა გავაგონებთ მადლობასაც.

ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, არ იქნება მსვლელობები, სიმბოლური მარშრუტი აქვს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ აქციას პოლიტიკოსები, უცნობია. თუმცა, ორგანიზატორები ყველა მსურველს ცოცხალ ჯაჭვში ჩასადგომად ეპატიჟებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ