პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა "რეფორმების ჯგუფის" მიერ წარდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ" მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს.

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.

ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ფარული კენჭისყრით, პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

„ჩვენი აზრით, ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობას და ასევე პროფესორ - მასწავლებლების ჩართულობას ზოგადად უმაღლესი სასწავლებლების განვითარების პროცესში. თითოეულ ადამიანს, ვინც მიიღებს მონაწილეობას რექტორების არჩევნების პროცესში მას მოუწევს, შესაბამისი პროგრამით წარდგენა პროფესორ-მასწავლებლების წინაშე და რომელი ხედვაც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, იქნება არჩეული პირდაპირი ფარული კენჭისყრით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკითხზე მსჯელობა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო, რომელიც შეთავაზებულ ცვლილებებთან თანხვედრაში არ მოდის.

კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სისტემის ჰარმონიზებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.

„ჩვენ, როგორც ბოლონიის პროცესების მონაწილე და როგორც სხვადასხვა სტრუქტურებში ჩართულებს, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სისტემების ჰარმონიზაცია და თანხვედრა, ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემაშიც ერთ ენაზე ვისაუბროთ სხვა კოლეგებთან ერთად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი