განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“  მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

„აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები", - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სპორტსმენების წახალისების სხვადასხვა ფორმებზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

„პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გააკეთა ანალიზი თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყნებში სპორტსმენების წახალისება და ამ ფორმებზე უკვე მსჯელობს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ამ ეტაპზე კი ეს ინიციატივა შეეხება მხოლოდ ოლიმპიადის მედალოსნებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა