ნინო თანდილაშვილი ბიზნესფორუმს დაესწრო

საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მონაწილეებმა ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის და ბიზნესინოვაციებისა და მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

მათივე განმარტებით, ბიზნესფორუმის ფარგლებში, „Energy Globe Award” დაჯილდოება და სიმპოზიუმი „მდგრადი განვითარება პრაქტიკულ ჭრილში - ავსტრიული და ქართული გამოცდილებები“ გაიმართა. სიმპოზიუმზე ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.

„მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში, საქართველოს ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება აქვს გაფორმებული შვეიცარიასთან, რაც კონკრეტული ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას მოგვცემს. იგი დაეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების კუთხით მისაღები, კლიმატგონივრული პროექტების განხორციელებაში და ქვეყანაში მწვანე პრინციპებს წაახალისებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი მსგავსი მექანიზმის შექმნისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა განავითაროს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებითა და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებით”,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო