14.07.2025 / 09:02
ნიკა მელია - უამრავი ცვლილების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ!

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია 2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი. ამის შესახებ ნიკა მელია „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, უამრავი ცვლილების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ასე დიდხანს არ დარჩება.

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი

ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული „გაის“ ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!

კიდევ ბევრი რამ!

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდხანს არ დარჩება!

საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა!“ - წერს ნიკა მელია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ