მიხეილ სააკაშვილს ამჯერად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრები მოინახულებენ

რამდენადაც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ალბათ, რამდენიმე კვირა გაგრძელდება მკურნალობა და დანარჩენი უნდა გადაწყდეს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

წულაძის განმარტებით, ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ჯგუფის წევრები გაეცნობიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩატარებული კვლევის შედეგებს და მის მკურნალ ექიმებს პირადად გაესაუბრებიან.

"უნდა შევაფასოთ როგორ მიმდინარეობს მკურნალობა და რა კვლევებიც ჩატარებულია. თუ სტაბილურია მდგომარეობა, ჩვენ ვიტყვით ამის შესახებ და ამას მისი მკურნალი ექიმებიც მოგახსენებენ. სერიოზული მკურნალობა მიმდინარეობს და რამდენად ხანგრძლივი იქნება, ამის თქმა ძალიან რთულია. ჩვენი მანდატიც ეს არის, რომ საქმეში ჩართულები ვიყოთ, ჩვენ პირდაპირ მკურნალობაში ჩართულები არ ვართ”, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა