აკაკი მინაშვილი - უფლება არ მომცეს, მიხეილ სააკაშვილთან შევსულიყავი, შევეცდები, ხვალ ვნახო

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი აკაკი მინაშვილის განცხადებით, მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის და მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს.

როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მის შესვლაზე თანხმობა არსებობდა, ამ დრომდე სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლო და ხვალაც შეეცდება, მოინახულოს.

,,ვერ ვახერხებ შესვლას მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათის წინ მითხრეს, რომ თანხმობა არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული დრო, არ მომცეს უფლება, რომ შევსულიყავი მიხეილ სააკაშვილთან, დიდი იმედი, რომ დღეს შევალ, არ მაქვს, მაგრამ, თუ დღეს ვერ შევედი, ყველანაირად შევეცდები, რომ ხვალ ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი”, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილისთვის როგორც პატიმრობის გადავადების, ასევე მისი გათავისუფლების ყველანაირი საფუძველი არსებობს, რადგან მის წინაღმდეგ სასამართლოში მიმდინარე ყველა საქმეში ძირეული დარღვევები შეინიშნება და ,,ეს არის პოლიტიკური დევნისა და შურისძიების მაგალითი”.

,,ჩვენს ხელში გარკვეული ბერკეტები არსებობს, მათ შორის მთავარია არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე პროტესტი, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძირეულ ცვლილებებს ქვეყანაში. რასაკვირველია, პატიმრობის გადავადების და მისი გათავისუფლების ყველანაირი საფუძველი არსებობს. ყველა საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, არსებობს ძირეული დარღვევები, რომელიც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ეს არის პოლიტიკური დევნა და შურისძიების მაგალითი. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს. შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აირჩეს ხელისუფლება, რომელსაც ექნება ქართველი ხალხის ნდობა”, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან