ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, თავისუფლებისთვის ბრძოლა, არასდროს იქნება დავიწყებული

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს არის „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავი, გიორგობა - მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ციხეში და მინდა, მას პირადად მივულოცო ეს განსაკთურებული დღე , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თარიღი 23 ნოემბერი თავისუფლებისთვის და პროგრესისთვის ბრძოლაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს არის „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავი, გიორგობა და ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი პირადი ემოცია, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის ემოცია, არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში, 2003 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, - კრიმინალის, კორუფციის წინააღმდეგ, ბიზნესის კეთების ყველაზე საუკეთესო ინდექსი და ძალიან ბევრს მიაღწია ქვეყანამ. ეს არის უფრო ემოციური იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ციხეში და მინდა, მას პირადად მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. დარწმუნებული ვარ, ის მემკვიდრეობა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობაა, ბევრი თქვენგანი უმაღლესში მოხვდა სწორედ იმ გამოცდებით, ყოველგვარი ნეპოტიზმის და კორუფციის გარეშე. ამიტომ, ყველას გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, თავისუფლებისთვის ბრძოლა, რაც არის ძირითადი და პროგრესისთვის ბრძოლა „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობის, არასდროს იქნება დავიწყებული. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. დღეს არის ცოცხალი ჯაჭვი, ჩვენ ვდგავართ ცოცხალ ჯაჭვში, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ეს არის ნამდვილად სიმბოლური“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს