უკრაინის დაზვერვა „ბოევიკების“ მიერ სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ იუწყება, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს

უკრაინის დაზვერვა „ბოევიკების“ მიერ სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ იუწყება, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.

როგორც უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, საარმიო კორპუსების შენაერთებსა და ნაწილებში - დონეცკსა და ლუგანსკში მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო. სწავლება მობილიზებული რეზერვის, ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფებისა და საოკუპაციო ადმინისტრაციის მონაწილეობით მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა ზრდის რუსეთის საოკუპაციო ჯარების საბრძოლო მზადყოფნას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უწყების ინფორმაციით, სწავლებაზე კონტროლი ხორციელდება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 8 საერთო საჯარისო კომპლექსური კომისიის მიერ.

უწყების ინფორმაციითვე, სწავლებას თან ახლავს რუსეთის პროპაგანდისტული აქტიური საქმიანობა გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფთა დისკრედიტაციის მიზნით შემდგომი „ფეიკ“ ინფორმაციების მოსამზადებლად.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის