პაატა დავითაია - რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. თუ დავაკვირდებით იმ ტაქტიკურ მოქმედებებს, რასაც აწარმოებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთმა უახლოეს მომავალში განაახლოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ვითარებას, რაც იყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც.

„რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციები, ჯარების გადასროლა უკრაინის საზღვარზე და სხვა ქმედებები არის წინაპირობები, რუსეთმა განაახლოს საომარი მოქმედებები. ეს საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რაც იყო ჩვენთან აგვისტოს ომის დაწყებამდე.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის განახლება ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვისაც. დიდია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონს გამოიყენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის, რისთვისაც ის დიდი ხანია ემზადება. საქართველოს და უკრაინის საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არსებობს რეალური საფრთხეები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. რუსეთი ამზადებს ანექსიას და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ აისრულოს თავისი მიზნები. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საუბარი მაქვს ინალ არძინბას დანიშვნაზე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად და ასევე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე ცხინვალის რეგიონში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოდის რუსეთისგან ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ერთიან პოზიციაზე რუსეთის მიერ მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რადგან ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ეს მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად მიუერთოს რუსეთის ფედერაციას“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია