საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge საქართველოში მესამედ ჩატარდება

საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge საქართველოში მესამედ ჩატარდება. „სტარტაპ ბიუროს“ ინფორმაციით, ღონისძიება 3, 4 და 5 დეკემბერს ტექნოპარკში გაიმართება.

„Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად, რომლის ფოკუსიც დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოჩენაა. უკვე მესამე წელია, Future Agro Challenge საქართველოშიც ტარდება. წელს ის ტექნოპარკში 3, 4 და 5 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „სტარტაპ ბიურო“ და „აგრო სოლუშენსი“.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და “ლიბერთი ბანკი”. ბოლო მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს, 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/

შერჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 3-5 დეკემბერს ბუთქემფში (ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში) ან პირდაპირ წარადგინონ თავიანთი პროექტები ჟიურის წინაშე 5 დეკემბერს. მონაწილეებს შორის ეროვნული გამარჯვებული - „წლის აგროპრენერი“ - გამოვლინდება.

ეროვნული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს, 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან), და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.

„ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, - აცხადებს „სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი გური ქოიავა.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, - აცხადებს „აგრო სოლუშენსის“ კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი ირაკლი ჩიქავა.

Future Agro Challenge წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით: ფერმის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში; სენსორები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში; წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის; ურბანული მეურნეობა - საკვების წარმოების მომავალი; საკვები ნარჩენები და მოსავლის აღების ტექნოლოგიები.

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება: კვების ტექნოლოგიები; აგროტექნოლოგიები (რობოტიკა, დრონები და ა.შ.); აგრომეტყევეობა და მეცხოველეობა; საკვები/სასმელი (პროდუქტი/საცალო ვაჭრობა); კვების ხელმისაწვდომობა და მდგრადობა; საკვები ნარჩენები; ნუტრიცია და ჯანმრთელობა; უსაფრთხოება და ჯანმრთელობა; შეფუთვა და ლოგისტიკა; აგროგანათლება; აგროტურიზმი; სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება & დამუშავება.

მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს