ამირან გამყრელიძე - პანდემიის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის გარდა

ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.ამასთან, მისივე თქმით, ეპიდვითარების ყველაზე მძიმე მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ საქართველოს ზღვრულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

„ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება. ეპიდვითარების ყველაზე მძიმე მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, მაგრამ საქართველოში ზღვრულ ჩათვლილ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ოდნავ შემცირებულია ბოლო 2 კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი, ვთვლით, რომ 17-18 ნოემბერს ინციდენტობის საშუალოს პიკური პერიოდი გადავიტანეთ, მაგრამ დაღმავალი სვლა ჯერჯერობით მაინც მაღალი ციფრებით ხორციელდება. გუშინწინ ცოტა მეტად დამაიმედებელი აცრის მაჩვენებელი გვქონდა, როდესაც 9600-მდე ადამიანი აიცრა ერთ დღეში. პანდემიის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის გარდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა