ხატია დეკანოიძე - ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს - მივმართავთ ომბუდსმენს, ეს საქმე გამოიძიოს

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბათუმში საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ვეღარ გაუძლო.

"არ შეიძლება დუმილი, რადგან დღეს რაც მოვისმინეთ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ბათუმში, გიორგი კირთაძის განცხადება, ჩვენი თანამებრძოლის ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადება არის წარმოუდგენლად მძიმე, როდესაც საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის. ძალიან მძიმეა დღეს ამაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ, თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად, ოპოზიციის ზეწოლის მიზნით. ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს. მას შანტაჟის გარდა მოსყიდვა შესთავაზეს. ის ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ამას ვეღარ გაუძლო. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ რეალურად არავინ არ დაისაჯოს ამ ადამიანზე ზეწოლის გამო. ეს არავის არ შერჩება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან მოუწოდა სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ აღნიშნული საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიონ და შეისწავლონ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან