გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პატიმრის ეგორ გრეგენკოს ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მას ციხის ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებს და პატიმრის ცხედრის დათვალიერების პროცედურაზე არ ასწრებს.

როგორც ადვოკატმა „ტვ პირველს“ განუცხადა, პატიმრის გარდაცვალების შესახებ მას სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

„ციხის ადმინისტრაცია მე არაფერს მეუბნება, უბრალოდ, არ მიშვენებენ. მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო?! მე კატეგორიულად ვითხოვე ჩემთვის მოეცათ ნება, რომ შევსულიყავი და დათვალიერებას დავსწრებოდი, ახლა მიმდინარეობს ცხედრის დათვალიერება. დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა. ბოლოს, როცა მე ვნახე ეგორი, მან მითხრა, რომ თუ არის შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა. მე არ ვიცი, ეს რის გამო მთხოვა, მაგრამ ვუთხარი, რომ როგორც კი განაჩენს გამოაგზავნიდა სასამართლო, მას გადაიყვანდნენ ჩვეულებრივ ციხეში და სავარაუდოდ, მე-17 დაწესებულებაში, ჩვეულებრივ საკანში. არ ვიცი რა მოხდა, ვითხოვ დასწრებას დათვალიერებაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში