გრიგორი კარასინის პრესსამსახური - ზურაბ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეთანხმდნენ, რომ მათი მომდევნო შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართოს.

ამის შესახებ რუსულ სააგენტოს „ტასი“ კარასინის პრესსამსახურში მას შემდეგ განუცხადეს, რაც მათ შორის დღეს მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„მიღწეულია შეთანხმება 2022 წლის გაზაფხულზე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პირისპირ ფორმატში შეხვედრის თაობაზე, თუკი ამის საშუალებას მოგვცემს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო