უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამის შესახებ მაკარიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კითხვა სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ გენადი მაკარიძეს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა დაუსვა და დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ის მოსაზრებას, რომ სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფი არსებობს.

„იცნობთ თუ არა 2020 წელს ჩატარებულ კვლევას „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ, რომლის მიერ გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფი არსებობს, ე.წ. კლანი, ხოლო გამოკითხულთა 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს? იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?“ - ჰკითხა იოსელიანმა მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც მაკარიძემ უპასუხა, რომ ფაქტზე მითითება აქამდე არ მომხდარა.

„ყველა გამოკითხვას თავისი წესი აქვს, როგორ იქნა ჩატარებული, რა სოციუმში და ა.შ. გამუდმებით, უკვე რამდენი ხანია ისმის, რომ ეს გავლენიანი ჯგუფი არსებობს. მხოლოდ განმარტებებით, ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებაზე მითითება, „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ეს ობიექტურად ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე. გარდა სახელებისა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ხომ უნდა ითქვას?!“ - განაცხადა მაკარიძემ.

იხილეთ ვიდეო: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა