პირები, ვისაც დაურეგისტრირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას 2022 წლის 28 მარტიდან ვერ შეძლებენ

მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება და შესაბამისად, 28 მარტიდან, ის პირები, ვისაც დაურეგისტრირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმედა მაკასარაშვილმა განუცხადა, მოპედის რეგისტრაციის ვალდებულებამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს მომსახურების სააგენტოს სერვისებს და დაარეგისტრიროს მის საკუთრებაში მყოფი მოპედი.

„ ეს არის ნებაყოფლობითი პერიოდი და ამ პერიოდში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სააგენტოში გააფორმოს მისი კუთვნილი მოპედი. ამ პეროდში, ასევე ისარგებლებლებს შეღავათით და მოპედის რეგისტრაცია ნაცვლად ჯამში 60 ლარისა იქნება 40 ლარი. რაც შეეხება მართვის მოწმობის აღებას, კანონის ძალაში შევლის დღიდან ჩვენ უკვე შევძლებთ ჩავიბაროთ შესაბამისი კატეგორიის გამოცდები. ე.ი. იმ პირებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ არცერთი კატეგორიის მართვის მოწმობა და სურთ ატარონ მოპედი, მათ ვალდებულება ექნებათ აიღონ - AM კატეგორიის მართვის უფლება, რაც გულისხმობს მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლებას. ამ პირებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ კანონის ძალაში შესვლის დღიდან. ეს დაახლოებით არის, 2021 წლის 7-8 დეკემბერი. კანონი უკვე გამოქვეყნებულია და შესაძლებლობა ექნებათ უკვე 8 დეკემბრიდან გავიდნენ გამოცდაზე და ჩააბარონ გამოცდა, მაგრამ ეს სავალდებულო ხდება 2022 წლის 28 მარტიდან.

ხოლო იმ პირებს, ვისაც ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა უკვე აქვთ, მათზე ავტომატურად გავრცელდება მოპედისა და კვადროციკლის მართვის უფლება, მათ გამოცდის ჩაბარება დამატებით არ დასჭირდებათ“,- აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს