მიხეილ სარჯველაძე - გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შეთავაზება არასამართლიანია

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან საკრებულოების თავმჯდომარეობის პოსტებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ შეთავაზება არასამართლიანია.

სარჯველაძე ლოგიკას ვერ ხედავს იმაში, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს.

„არ მგონია, რომ ასეთი შემოთავაზება სამართლიანია. არაა ლოგიკა, რომ უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიის წამოყენების უფლება და საფუძველი. მათი მხრიდან რა არგუმენტები შეიძლება იყოს მოშველიებული დისკუსიის დრო, რომ ამ საკითხზე პედალირება მოხდეს, ეს ძნელად წარმომიდგენია. პირადად მე, ამ ძირითადი მიზეზის გამო არ მგონია, რომ სამართლის ან სამართლიანობის თვალსაზრისად რამენაირად გამართლებული მოთხოვნაა“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს