სემეკის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე უნგრეთში, ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მაია მელიქიძემ ისაუბრა ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორში, საქართველოში ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესსა და ტენდენციებზე.

ბუდაპეშტში ERRA-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდა ესწრებოდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, ERRA-ს ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად გაჩეჩილაძე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო