ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიციაში გამოკითხვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამჟამად გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.
„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი," - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"