გიორგი ვაშაძე - ის, რაც ახლა პარლამენტში მიდის, არის ფარსი - სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმა

ის, რაც ახლა პარლამენტში მიდის, არის ფარსი - სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, რეფორმის გარეშე, სასამართლო სისტემას არ აუმჯობესებს.

"ეს არ არის მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს არის უმძიმესი რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, სასამართლო სისტემას სჭირდება რეალური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმის ცვლილება და კლანის დამარცხება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტზე დღეს უკვე მოუსმინეს გენადი მაკარიძეს, ახლა კი მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის თამარ ოქროპირიძის მოსმენა მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ