პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პროცესი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა, რადგან 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრის ჩატარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა