ეროვნულ  მუზეუმში „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალი გამოფენისთვის ემზადება. მუზეუმში „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ 30 ნოემბრიდან იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს 25 ნამუშევარს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის ჩამოიტანეს თურქეთიდან.

„მინიატურები დიდი თურქი პოეტის ლექსების შთაგონებით არის შექმნილი. გამოფენაზე ასევე იქნება იუნუს ემრეს წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორია, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი.

იუნუს ემრე (1238 -1321წწ.) თურქი ხალხის უდიდესი სუფი პოეტია. მის პოეზიას საფუძვლად უდევს ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა.

2021 წელი იუნესკომ, თურქი პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, იუნუს ემრეს წლად გამოცხადდა.

გამოფენა ოფიციალურად 30 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება, თბილისის ისტორიის მუზეუმში და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან