ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან მათ, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი ან კორონავირუსი გადაიტანა

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან ყველას, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი.

ამასთან, აღნიშნული პერიოდიდან, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება უნდა შეძლონ მათ, ვინც გამგზავრებამდე 180 დღის განმავლობაში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელდა და აქვს ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი ან სერთიფიკატი, რომელიც ითვლება მის ექვივალენტურად.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა უნდა აჩვენონ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი გამგზავრებამდე, თუკი ისინი კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულები არიან, ან აცრილები არიან ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, რომელსაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული.

გარდა ამისა, ყველა ვაქცინირებულ მოგზაურს ვაქცინაციის პირველი ეტაპი 9 თვეზე ნაკლები ხნის წინ უნდა ჰქონდეს დასრულებული, ან „ბუსტერ“ დოზა უნდა ჰქონდეს მიღებული. აღნიშნული წესიც 10 იანვრიდან ამოქმედდება.

„ევროკომისია ინიციატივით გამოდის, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან გამარტივებული მიდგომა ამოქმედდეს, რომელიც სრულად დამოკიდებული იქნება პირადად მოგზაურის და არა იმ ქვეყანის სტატუსზე, საიდანაც არის ის,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუშვან მხოლოდ ვაქცინირებულები, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები ან მოგზაურები, რომლებიც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მოგზაურობენ.

გარდა ამისა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს საკმარისად კარგ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნების სიის წარმოება, საიდანაც ევროკავშირში მოგზაურობაა შესაძლებელი.

„სიის ხშირი განახლებები მოგზაურებს მოგზაურობის დაგეგმვას ურთულებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 6-დან 17 წლამდე ბავშვებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირში გამგზავრება გამგზავრებამდე ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხის საფუძველზე, თუნდაც ვაქცინირებული არ იყვნენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი ტესტის აღება და ვაქცინაცია საჭირო არ არის.

იხილეთ ვიდეო: ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან მათ, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი ან კორონავირუსი გადაიტანა

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება