ლევან იოსელიანი ნინო სანდოძეს - ინსტიტუტი, რომელიც დაამთავრეთ და იურიდიული განათლება მიიღეთ, აღარ არსებობს და თქვენი პირველადი არჩევანი არ ყოფილა იურისტობა, ხომ სწორია?

ინსტიტუტი, რომელიც თქვენ დაამთავრეთ და იურიდიული განათლება მიიღეთ, აღარ არსებობს და თქვენი პირველადი არჩევანი არ ყოფილა იურისტობა, ხომ სწორია? - ამ კითხვით „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს მიმართა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სანდოძემ თავდაპირველად მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

„პირველი კითხვა ეხება თქვენ ბიოგრაფიულ ცნობებს, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენ კიდევ ერთი კანდიდატი ბრძანდებით უზენაეს სასამართლოში, რომლის პირველადი არჩევანი არ ყოფილა იურისტობა. თქვენ 1990-1995 წლებში სწავლობდით მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ფაკულტეტი დაამთავრეთ და მერე გადაწყვიტეთ იურისტობა და გააგრძელეთ სწავლა სამართლის და ინფორმაციის ინსტიტუტში. არსებობს თუ არა, ეს ინსტიტუტი დღეს?“, - მიმართა იოსელიანმა სანდოძეს.

„გარკვეულ წლებამდე, 2010, თუ 2013 წლამდე არსებობდა, მერე აღარ არსებობს“, - აღნიშნა სანდოძემ, რის შემდეგაც მას იოსელიანმა კვლავ კითხვით მიმართა.

„ინსტიტუტი, რომელიც თქვენ დაამთავრეთ და იურიდიული განათლება მიიღეთ, აღარ არსებობს და თქვენი პირველადი არჩევანი არ ყოფილა იურისტობა, ხომ სწორია?“ - იკითხა დეპუტატმა, რაზეც მან სანდოძისგან თანხმობა მიიღო.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება