ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მოსახლეობას ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.

„მოქმედმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრულია. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და სხვა.

პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენია ბიუჯეტი, რა არის მისი ძირითადი პარამეტრები, რაშია ეს სახსრები გადანაწილებული. მიიჩნევენ მას როგორც ინსტრუმენტად, იარაღად, რომ შეიყვანონ მუნიციპალიტეტი ჩიხში, კრიზისში“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო