აკაკი ბობოხიძე -  მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბონ შარლ მიშელის დოკუმენტის და პარლამენტში მუშაობის გაგრძელება - არ გაგრძელების შესახებ

ვიმუშაოთ იმაზე, რომ მიტაცებული არჩევნები და შეთანხმებების დარღვევა დარჩეს არამხოლოდ დაგმობის და განცხადებებით რეაგირების დონეზე, არამედ დაიწყოს ქმედითი ღონისძიების გატარება, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საერთო ამოცანების განსაზღვრის დროს, მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბონ შარლ მიშელის დოკუმენტის და პარლამენტში მუშაობის გაგრძელება - არ გაგრძელების შესახებ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საჭიროა შარლ მიშელის შეთანხმებასთან ოპოზიციის დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნება" გავიდა.

„ის პროცესები, რომლებსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ნიშნავს, მხოლოდ ერთ რამეს, ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო 2020 და 2021 წლებში მიიტაცა ძალაუფლება, ის აგრძელებს ახლად არჩეული საკრებულოების ძალაუფლების მიტაცებას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად მიგვაჩნია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, რათა რიგგარეშე არჩევნები იქნას მიღწეული. დღეს რიგგარეშე არჩევნების საკითხი დროებით გადაავადა შარლ მიშელის დოკუმენტმა და დღევანდელი მდგომარეობა დაფუძნებულია შარლ მიშელის შეთანხმებაზე, სწორედ ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხს გაუჩნდეს ღირებული საფუძველი, ამისათვის საჭიროა შარლ მიშელის შეთანხმებასთან ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტიდან გავიდა "ქართული ოცნება" და ამ შეთანხმების არც ერთ პუნქტს არ ასრულებს.

ჩემის აზრით, მნიშვნელოვანია იმ ოპოზიციური პარტიების პოზიცია, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. ეს არის საქართველოს პარლამენტის დატოვება. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნის საფუძველიც, ვიმუშაოთ იმაზე, რომ მიტაცებული არჩევნები და შეთანხმებების დარღვევა დარჩეს არამხოლოდ დაგმობის და განცხადებებით რეაგირების დონეზე, არამედ დაიწყოს ქმედითი ღონისძიების გატარება, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებში.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, ოპოზიციურ პარტიებს, პირველ რიგში საერთო ამოცანების განსაზღვრის დროს, მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბონ შარლ მიშელის დოკუმენტის და პარლამენტში მუშაობის გაგრძელება- არ გაგრძელების შესახებ, ეს იქნება ჩვენი საერთო მოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზედაც შეიძლება დავაფუძნოთ სამომავლო კოორდინირებული მუშაობა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა