„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის ფორმით აღარ იარსებებს და პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის ფორმით აღარ იარსებებს - ის ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა.

ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთი წევრი გამოაკლდა.

რეგლამენტით განსაზღვრული შვიდი დღის ვადაში ფრაქციის ახალი წევრით შევსება არ მომხდარა. შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა.

ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ლელოს" პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა: ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.

კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი ცნობად მიიღო, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა ბიუროს წარედგინება.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს