ფინანსებისა და ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფინანსებისა და ფინანსური განათლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

მათივე ცნობით, ღონისძიება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD/INFE-სა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერის 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, წელს მესამედ გაიმართა.

კონფერენციას პროექტის მონაწილე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყნის - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია და საქართველო - წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა მომხმარებელთა მხრიდან ციფრულ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომისა და გამოყენების საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიების პირველი დღე ფინანსური პროდუქტების გაციფრულების ტენდენციების გაცნობას, COVID-19 პანდემიის ზეგავლენისა და, ამ მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული ვითარების მიმოხილვას დაეთმო. გამომსვლელებმა თავიანთი ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ფინანსური განათლების პროგრამების ადაპტირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ახალი გამოწვევების საპასუხოდ. შეხვედრის მეორე დღეს კი მონაწილეებმა ფინანსური განათლების ციფრული გზებით მიწოდების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ პორტალის - ფინედუს მეშვეობით ფინანსური განათლების მიწოდების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან