იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად და კლინიკურად განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ.

„იაშვილის საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში 17 მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. მათ შორის არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც სრულ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს უზრუნველყოფს. პაციენტების მკურნალობა ექიმების გუნდის მიერ ინდივიდუალური მიდგომით ან ერთობლივი კონსილიუმების შედეგად იგეგმება. რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში „ევექსი ჰოსპიტლების“ სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს პედიატრიული მიმართულება ერთვება, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებისგან. აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების ანატომიური დიაგნოსტიკა.

ინფრასტრუქტურული ცვლილებების პაციენტების კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული და ემსახურება მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში. ამის მაგალითია პულმონოლოგიის ცენტრი, სადაც პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფთიზიატრი, გულმკერდის ქირურგი და ფილტვის ფუნქციების სპეციალისტი ერთობლივი მუშაობით საზღვრავენ პაციენტის მდგომარეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოსულ პაციენტებს მათზე მორგებული, კომფორტული გარემო დახვდებათ. მოეწყო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. ცენტრში გამართული ოპერატიული სისტემის მეშვეობით გამარტივდა წამყვან ექიმებთან ვიზიტის დაჯავშნა. სამედიცინო მანიპულაციების დროს სტრესის შესამცირებლად პატარა პაციენტების ყურადღება კი VR სათვალით ნაჩვენებ ანიმაციას დაეთმობა.

სამედიცინო სფეროში 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს.

აღსანიშნავია, რომ „ევექსის“ ჰოსპიტალურმა ქსელმა გასული 4 წლის განმავლობაში იაშვილის საავადმყოფოში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. ასევე, გაიხსნა განახლებული პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. პროექტის დასასრულს კლინიკა ყველა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი ექსპერტები.

ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი იაშვილის საავადმყოფოში 2023 წელს დასრულდება, რისთვისაც, ჯამში, 14 მლნ ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი”, - ნათქვამია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა