The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრეს-ტურის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

„ტურიზმი ომალოს და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის“ ამ სათაურით The Guardian-ის ჟურნალისტი მკითხველს თუშეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, აღწერს თუშეთის სოფლებს, ხალხს, ადგილობრივთა ცხოვრებას და წეს-ჩვეულებას. სტატიაში ადგილობრივები თუშეთში როგორც ტურიზმის მნიშვნელობაზე, ასევე ეკოლოგიის დაცვაზე საუბრობენ.

მედიცინის 27 წლის სტუდენტი ქეთი თავბერიძე, რომელიც ომალოში ყოველ ზაფხულს ისვენებს, ამბობს, რომ ადრე ომალოში ამდენი სახლი არ იყო.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ტურისტები აქ ამოდიან. ეს კარგი შანსია გაესაუბრო უცხოელებს, ტურისტების აქ ჩამოსვლით ისინი ადგილობრივებს სამუშაოს უქმნიან. ჩვენი ბუნება ველური და ხელშეუხებელია და მინდა უცვლელი დარჩეს“,-ამბობს ქეთი თავბერიძე The Guardian-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.

The Guardian-ის ჟურნალისტი წერს, რომ ნინო კითიძე, რომელიც წელიწადის რამდენიმე თვეს თუშეთში და ახმეტაში ატარებს, ამბობს, რომ ამჟამად ბავშვების აღზრდით არის დაკავებული, თუმცა მისი სურვილია თუშეთში საკუთარი საოჯახო სასტუმრო ჰქონდეს და ტურისტები მივიღოს. ნინომ 18 წლის ასაკში მუშაობდა ძიძად, მაღაზიაში თანაშემწედ, ახლა კი ფიქრობს, რომ ტურისტული ბუმი კარგ შესაძლებლობას მისცემს ამ სფეროში ძალები მოსინჯოს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა