ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება სასამართლოს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ პროცესს დაესწროს

მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, მაგრამ არა ისე, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.

,,ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს, ხვალ ალბათ ყველა თავად იხილავთ როგორ არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე. სუსტად არის ისევ, მაგრამ ისე სუსტად არ არის, პირიქით, მოწადინებულია, რომ იყოს სასამართლოზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა