ლევან ხაბეიშვილი - პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, სასამართლოს ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება ერთადერთ რამეს ნიშნავს - ეს არ არის სასამართლო, ესაა „ქაჯეთის ციხე“

რას ემსახურება სასამართლოს ეზოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება, ვერ გეტყვით. ალბათ, ერთადერთ რამეს, რომ თვითონ ზუსტად იციან, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს საშუალება მიეცეს მიმართოს ქართველ ხალხს, ამიტომ სასამართლოსთან შეიკრიბებიან სააკაშვილის გულშემატკივრები, რისი მთავარი გზავნილიც არის - თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

„ბლოკირებული აქვთ საქალაქო სასამართლოს არამხოლოდ დარბაზი, არამედ ტერიტორია და საშუალება არ აქვთ, მათ შორის, მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში გადაადგილდნენ, რაც სრული სიგიჟეა და მეტყველებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, ოღონდ, რისი ეშინიათ, არ ვიცი. ამდენი პოლიციაა მობილიზებული, ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, სადაც ბუდობს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მარიონეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოსამართლეები და ისინი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთასა და გადაწყვეტილებას. დღევანდელი გარე პერიმეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის „ქაჯეთის ციხე“ და ჩრდილოეთ კორეაშიც კი, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მსგავსი სიტუაცია იყოს სასამართლოს ეზოსთან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს არაძალადობრივი აქცია და ჩვენი აქციებიც ზოგადად, ასეთია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს