მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს კანონის ჩარჩოში, ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს დამატებით ესკალაცია და არ მისცეს ხელისუფლებას მეტი არგუმენტი, რომ პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც სასამართლოსთან მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირობა უნდა შეასრულოს და აქცია ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს ეძლევა შესაძლებლობა დაესწროს საკუთარ პროცესს, ეს არის უფლება, რომელიც მისთვის არის გარანტირებული საქართველოს კანონმდებლობით. რაც შეეხება აქციას, იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" შეასრულებს პირობას და ეს აქცია არ გადაიზრდება რაღაც ტიპის ძალადობაში, მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს კანონის ჩარჩოში, არ გამოიწვიოს დამატებით ესკალაცია და არ მისცეს ხელისუფლებას მეტი არგუმენტი, რომ პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს. თუ ვიღაც შეეცდება სასამართლოში შეჭრას, პოლიცია იმისთვის არის, რომ ეს არ უნდა დაუშვას,"- განაცხადა იოსელიანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"