გიორგი ვაშაძე - კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მეორე მხრივ უნდა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩასწორებები შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებებში - ეს არის შიში

კობახიძე ერთი მხრივ, ამბობს 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მეორე მხრივ უნდა, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით რაღაც ჩასწორებები შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებებში - ეს არის შიში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ „მძიმე ვითარება ვერ გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მივა“.

ირაკლი კობახიძის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ რიგგარეშე არჩევნების. სწორედ ამიტომ, დასკვნების გაკეთება, რა ჩაიფიქრა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რთულია, იმიტომ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზეოლოგიით გამოირჩეოდა მისი ეს განცხადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც იყო შეთანხმებაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და როგორც არის პირველი მოსმენით საკონსტიცტუციო ცვლილებები, იმის შესაბამისად იქნას მიღებული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ