იაგო ხვიჩია - არ მინდა „ქართული ოცნებისგან" თავს დასაჩუქრებულად და ვალდებულად ვგრძნობდე, ამიტომ ვემზადებით იმისთვის, რომ როგორი ბარიერიც არ უნდა იყოს, გადავლახოთ

მე არ მინდა „ქართული ოცნებისგან" თავს დასაჩუქრებულად და ვალდებულად ვგრძნობდე, ამიტომ ვემზადებით იმისთვის, რომ როგორი ბარიერიც არ უნდა იყოს, გადავლახოთ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დაბალი ბარიერი მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის, რომ დაუსრულებელი "ქოც"-"ნაცური ბრძოლა არ იყოს. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, კობახიძე ცდილობს, "ნერვებზე ააგდოს ვიღაც და მერე მათ დააბრალოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა."

„კობახიძის განცხადება არის ზუსტად ამის მტკიცებულება, რასაც ვიძახდი, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულები არიან და პატარა პარტიებს ებრძვიან, რომ საკუთარი პირველი და მეორე ადგილი გარანტირებულად ჰქონდეთ. როცა კანონპროექტის პირველი მოსმენა იყო, მაშინ თქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ მხარს არ დავუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ 2024- დან ამოქმედდებაო, მაგრამ თუ იქნება მომდევნო არჩევნებზე დავუჭერთო, ახლა ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაბრალდეს ამ პროცესის ჩაშლა. ეს არის ისევ "ქოც" -"ნაცური" ბრძოლის გაგრძელება, სადაც მე ჩარევა არ მინდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები ახლა ამ წუთას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები ხშირად გაჰყვირიან, არავის აწყობს, შესაბამისად, დიდი პრინციპული მნიშვნელობა ფორმულირებას არ გააჩნია იქ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს დაბალ ბარიერს, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებებს (თუ გამოიტანენ) მხარს დავუჭერთ, მაგრამ არ დავუჭერთ 2- პროცენტიანზე მაღალ ბარიერს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა