მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - დილით აღენიშნებოდა მცირე სისუსტე, მაგრამ არის მხნედ - რაც შეეხება რაციონს, გადავედით გაფართოებულ კვებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან დაღლილი და სუსტად იყო, თუმცა ანალიზების შედეგები დამაკმაყოფილებელია.

ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „გაფართოებულ კვებაზე“ გადავიდა.

„ანალიზები ყველაფერი რიგზეა, ნორმაშია, პაციენტი იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა, თუმცა დღეს დილით აღენიშნებოდა ისევ მცირე სისუსტე, მაგრამ არის მხნედ.

რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე.

სასამართლოდან დაბრუნების შემდეგ წნევა იყო სტაბილური, როგორც კი მოვიდა მაშინვე ავიღეთ ყველა მონაცემი და იყო ნორმაში.

მკურნალობა მიდის სრული სპექტრით გამოკვლევები ჩატარდება თითქმის ყოველდღიურად და ყველა მონაცემები არის ნორმის ფარგლებში. სტაბილურია მდგომარეობა აბსოლუტურად, რეაბილიტაციურ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ