უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა და დღეს პარლამენტი კენჭს უყრის

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უკვე უყარა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრამდე განაცხადა, პროცესი კომიტეტში მაქსიმალურად ღიად და ინკლუზიურად წარიმართა და განხილვაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.

"სამწუხაროა, რომ განხილვებში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ორიენტირებული "ნაციონალურ მოძრაობაზე". არ ვართ აქ იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გავურიგდეთ რომელ მოსამართლეს ავირჩევთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მან "ევროპელ სოციალისტებს" და "მოქალაქეებს" მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სხვა დროს ოპოზიცია მსგავს პროცესში სრულად ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, "ევროპული სოციალისტების" წევრებმა კი მხარი არ დაუჭირეს ნინო სანდოძის კანდიდატურას. უმრავლესობის წევრებმა მხარი ყველა კანდიდატს დაუჭირეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას მოუსმინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა