პარტია „ლელო“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს სახელწოდებით „ოცნება კლავს“

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია პერფორმანსი “ოცნება კლავს” გაიმართება. აქცია 19.00 საათზე დაიწყება. სამოქალაქო ჯგუფები, ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები აცხადებენ, რომ კოვიდის მართვის პროცესში ხელისუფლების „დანაშაულებრივ უმოქმედობას და უუნარობას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციაზე 80 სანთელს აანთებენ და მემორიალურ დაფას დაადგამენ, კოვიდით გარდაცვლილთა პატივსაცემად.

„ანტივაქსერი ხელისუფლების უუნარობა და უმოქმედობა კლავს! ეს არის აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი. Covid19 საქართველოში დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა. ანტივაქსერი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანების გადასარჩენად. "ქართული ოცნება" კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს! ხელისუფლება გენოციდს აწყობს!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია პერფორმანსის ორგანიზატორები არიან: „ლელო“, „სირცხვილია“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „შეცვალე“, „მელიები“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო