დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატი - გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი წარუდგინა.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გასაუბრება გაიმართა 25-26 ნოემბერს. დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის ინფორმაციით, გასაუბრების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს სახალხო დამცველმა, საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

„გასაუბრებების შედეგად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ კანდიდატები ვერ აღიქვამენ სასამართლო სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ ხარვეზებს, მათ შორის ვერც იმ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. კანდიდატების პასუხებში მკაფიოდ იგრძნობა რომ მათ სურთ პასუხისმგებლობა აარიდონ სასამართლო სისტემის მართვაში მყოფ მოსამართლეთა ჯგუფს, კლანს - რომლის მეშვეობითაც როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლება მართავდა და აკონტროლებდა სასამართლო სისტემას. კანდიდატები ვერ ხედავენ ვერავითარ პრობლემას ვერც სასამართლო სისტემის ჩაკეტილობაში, ვერც შიდა კონკურენციის არ არსებობასა და ვერც სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაში.

წარმოდგენილი კანდიდატები ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებაში, რომლითაც ადმინისტრაციული კომიტეტი დაუპირისპირდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს და მათ ვენის კონვენციის სათანადო ნორმები შეახსენა.

წარმოდგენილი კანდიდატები შეარჩია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხის არმქონე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელშიც არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული 5 წევრი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესი არ არის ისეთი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, რომელსაც მმართველი გუნდი აანონსებს. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლო ხელისუფლება უარს ამბობს გასცეს კანდიდატების მიერ გამოტანილი განაჩენები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვცემდა მათი კვალიფიკაციის შეფასების შესაძლებლობას.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა ჯგუფი - კლანი, რომელიც მრავალი წელია ფეხქვეშ თელავს სამოსამართლო ღირებულებებს, ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთებს, აწინაურებს ერთგულ კადრებს და სისტემიდან აძევებს ურჩ მოსამართლეებს, ნერგავს დუმილის პოლიტიკას. „ქართული ოცნებასა“ და კლანს შორის შემდგარი გარიგების მიზანია შეიქმნას გარეგნულად დამოუკიდებელი მაგრამ შინაგანად სრულად კონტროლირებადი სისტემა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ კლანური მმართველობის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ სისტემის სრული მხილების და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების შემდეგ.

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ კანდიდატებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.

ჯგუფის წევრები არიან:

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე