ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გადატვირთულობაა და მათი ვალდებულებაა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა უზრუნველყოს.

„ჩვენ გამოვიყენეთ ის კონსტიტუციური პროცედურა, რომელიც საქართველოს პარლამენტს აქვს მინიჭებული და რომელიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით - იმ რეგლამენტით, რომელშიც ჩვენ ცვლილებები 2019 წლიდან შევიტანეთ და პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია გავხადეთ. საზოგადოებას მივეცით შესაძლებლობა, რომ პროცესისთვის მონიტორინგი გაეწია. 2019 წლამდე არავინ იცოდა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორი გასაუბრებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს შევცვალეთ და მადლობა ამისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინაიდან სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ ცვლილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ პროცესი, როდესაც საპარლამენტო სუბიექტებთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილი არიან პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, წარმოდგენილი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა გააჟღერონ იმ საზოგადოების შეკითხვები, ვისაც ისინი წარმოადგენენ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ჯგუფების გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. ეს ჩვენი გუნდისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენი ამოცანაა ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა სწრაფი მართლმსაჯულება საქართველოში. დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა, რათა საქმეები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ლოდინი საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ წარვმართეთ ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, მე ვისურვებ შემდგომშიც, რომ სრულად ჩაერთოს ოპოზიციური ჯგუფების ის სპექტრი, ვისაც აქვს ინტერესი შინაარსობრივ განხილვებში შევიდეს და აქ გამოჩნდეს, ვინ არის ორიენტირებული საქმეზე, ვის სვამს შინაარსობრივ შეკითხვებს და ვინ არის ორიენტირებული დესტრუქციაზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა