იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“, რადგან ბაზარზე კონკურენტების გაჩენა არ აწყობთ - თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, „გირჩი“ პროექტს მხარს არ დაუჭერს

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ - შეთანხმებულები არიან და კონკურენტებისგან თავს იზღვევენ, არ აწყობთ კონკურენტების გაჩენა ბაზარზე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებში მთავარი ბარიერის საკითხია, რადგან ვადამდელი არჩევნები მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით შეიძლება ჩატარდეს და ეს ყველას ესმის. მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებით საარჩევნო ბარიერი 2 პროცენტზე მეტი იქნება, „გირჩი“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას „ქართული ოცნება“ დათანხმდა. დღეს იცით, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ამის ჩაგდება უნდა და თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, რომ მათ არ დაბრალდეთ. მგონი, ყველას ესმის, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება მოხდეს 2024 წლამდე შემთხვევითობის წყალობით და არა რომელიმე ლოგიკური ქმედებათა ერთობლიობით. შესაბამისად, ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია იმისკენ, რომ „ნაცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეთ და „ქართული ოცნება“ პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება „მომდევნო არჩევნები“ პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს