შრომის ინსპექციის წარმომადგენელი - ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია

ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია - შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეაჩეროს იმ ობიექტების საქმიანობა, რომლებიც უარს განაცხადებენ რეკომენდაციების შესრულებაზე, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია იქნება 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი.

„მომხმარებლისთვის რამდენიმე მაჩვენებლით ხდება „მწვანე სტატუსის“ მინიჭება და როცა ერთ-ერთ მაჩვენებელს აკმაყოფილებს მოქალაქე, მას უკვე აქვს „მწვანე სტატუსი“. მაგალითად, როდესაც არის სრულად ვაქცინირებული, აქვს ვალიდური PCR ტესტი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული, ანტიგენ ტესტი 24 საათის განმავლობაში ჩატარებული და ასევე, აქვს გადატანილი კოვიდი. შესაბამისად, როდესაც აღნიშნული 4 კრიტერიუმიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს მოქალაქე, მაშინ მას აქვს „მწვანე სტატუსი“. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან „მწვანე ბარათისგან“, ეს არიან არასრულწლოვნები და ასევე, ობიექტზე დასაქმებულები - მათ არ აქვთ ვალდებულება „მწვანე სტატუსის“ ქონის.

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს - როგორც მოგეხსენებათ 322-ე დადგენილებაზე ზედამხედველობას ახორციელებს შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად. ეს ზედამხედველი ორგანოები არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და მათთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგის პროცესს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან შრომის ინსპექციის წევრები გასულები ობიექტებზე და ძირითადად დღეს სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებებს ვახორციელებთ, რადგან სიახლეა აღნიშნული აპლიკაცია და კიდევ ერთხელ ადგილზე ვაწვდით ინფორმაციას ბიზნეს სუბიექტებს“, - განაცხადა მაია მიქაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

მანვე აღნიშნა, რომ დღის ბოლოს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების პროცესი დასრულდება, ცნობილი გახდება პირველადი მონაცემები, თუ როგორ მოახერხა ბიზნესმა რეგულაციის დანერგვა თავის ობიექტებზე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის