გიორგი ვაშაძე - ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ როგორც პირველი მოსმენით არის მიღებული საკონტიტუციო ცვლილებები, ასე უნდა იყოს მიღებული მეორე და მესამე მოსმენით

ჩვენი მკაფიო პოზიცია დღეის მდგომარეობით არის, რომ როგორც პირველი მოსმენით არის მიღებული საკონტიტუციო ცვლილებები, ასე უნდა იყოს მიღებული მეორე და მესამე მოსმენით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მათ ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები ექნებათ. ამასთან, ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობა მათ შეხვდება და ზუსტად აუხსნის რა სახის ცვლილებებზე საუბრობენ, რადგან "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები გაუგებარია.

"ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გვესმის "ქართული ოცნების" მხრიდან, მე თვითონ ვერ გავიგე რა უნდათ მათ და რა მიზანი ამოძრავებთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაზე მოხდა შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებები არ იყო ამოგლეჯილი შეთანხმებებიდან, ეს იყო წყება საკითხებისა, რაზეც მოხდა შეთანხმება. ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, დანარჩენი ალბათ რაიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც გაგვაგებინებენ, რაზეა ლაპარაკი.

მკაფიო პოზიცია გვექნება, რომელსაც სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ. მათი მთავარი სამიზნე არის, რომ როგორმე 5-პროცენტიანი ბარიერი შეინარჩუნონ 2024 წლისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში, გადაუნაწილებელი მანდატები შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, რომ უმრავლესობა როგორმე შეინარჩუნონ, მეორე ვარიანტია, რომ ნამდვილად ეშინიათ რიგგარეშე არჩევნების, ერთი მხრივ ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მეორე მხრივ ამბობენ, რომ რიგგარეშეს შეეხება სწორედ ეს ცვლილება, ამიტომ ჩანს, რომ ეშინიათ,"- განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა